„ჩვენ გვყავს პარტიის მფლობელები“

Your browser doesn’t support HTML5

„ქართული პოლიტიკა, ისევე როგორც მედიაგარემო არის საკმაოდ პოლარიზებული და ბუნებრივია, ეს არჩევნები ამ ფაქტს ვერ გაექცეოდა“,-აღნიშნა რადიო თავისუფლების“დილის საუბრებში“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ. მან წინასაარჩევნო გარემო შეაფასა პარტიების მიერ მედიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევით განპირობებული რისკებისა და თავად პოლიტიკური აქტორების მიზნებისა და ქცევის მიხედვით.