ხორბლის იმპორტიორთა პროტესტი
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში, შემოსავლების სამსახურის ტვირთის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქცია გამართეს 300-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აიკრძალა საქართველოში ხორბლის ავტოტრანსპორტით იმპორტი. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება უმუშევრად ტოვებს 3 ათასამდე ადამიანს. „ამ გადაწყვეტილებით ხორბლის ბაზარი ხელისუფლებასთან დაახლოებული მონოპოლისტის ხელში აღმოჩნდება”, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ფინანსთა სამინისტროსგან გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვენ. ხორბლის იმპორტიორები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციის სამ დღეში განახლებას აპირებენ.