ჯონ მაქსველ კუტზეე, იესოს სიკვდილი

Your browser doesn’t support HTML5

პოდკასტი „წიგნები“ ახალი რუბრიკით „21“, რომელშიც ოცდამეერთე საუკუნის შედევრებს მიმოვიხილავთ, გთავაზობთ საუბარს ნობელიატი მწერლის, ჯონ მაქსველ კუტზეეს, 2019 წელს გამოცემულ რომანზე „იესოს სიკვდილი“, რომელიც ასრულებს „იესოს ბავშვობითა“ (2013) და „იესოს სკოლის წლებით“ (2016) დაწყებულ ტრილოგიას.

„იესოს სიკვდილში“ წინა რომანებიდან გადმოსულ უცნაურ ბავშვ დავიდს, მის დედობილ ინესსა და მამობილ სიმონს ემატებიან ახალი პერსონაჟები: ობოლ ბავშვთა თავშესაფრის დირექტორი ფაბრიკანტე, ექიმი რიბეირო და სხვები. ათი წლის დავიდი ბრწყინვალე მოცეკვავე და ფეხბურთელია, რომელსაც რატომღაც ფეხები უმტყუნებენ, ხშირ-ხშირად დაცემას დაიწყებს და ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდება...