გამოიწერე
უკრაინაში, ზაპოროჟიეში, 23 ნოემბერს სამი ადამიანი დაიღუპა გაუქმებული კერძო კლინიკის შენობაზე რუსეთის დარტყმის შედეგად.
2024 წლის 19 ნოემბერს დედაქალაქში არჩევნების შედეგების გასაპროტესტებელ აქციაზე დაკავებული მათე დევიძის დედა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიმართავს თხოვნით, გამოიყენონ ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური ბერკეტი მისი შვილის გასათავისუფლებლად.
დღეს, 23 ნოემბერს, ბოდბის წინდა ნინოს მონასტერში გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავი ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III "დიდი კმაყოფილებით გამოეხმაურა" სუროგაციის აკრძალვის თაობაზე "ქართული ოცნების" ინიციატივას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვებში განაცხადეს, რომ „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტი პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდა.
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ დემოკრატიულ პარტიას 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში ეყოლება 258 წევრი, რაც დემოკრატების ყველაზე დიდი უმრავლესობაა 1992 წლის შემდეგ.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მაგისტრალურ გაზსადენზე 24 ნოემბრისთვის დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გადადო. მიზეზად ტემპერატურის კლება დასახელდა.
გიორგი ოკმელაშვილმა შეწყალების შემდეგ ქსნის საპატიმრო დატოვა. რეჟისორი და სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი იმ 232 ადამიანს შორისაა, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობასთან დაკავშირებით შეიწყალა.
რუსეთის როსტოვის და პერმის ოლქებში მორიგი დარტყმა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ერთი მათგანი კომპანია „ლუკოილისაა“ და რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საწარმოდაა მიჩნეული.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების მონაწილეებმა - გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა - საპატიმრო დატოვეს. ისინი იმ 232 ადამიანს შორის არიან, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობასთან დაკავშირებით შეიწყალა.
ჩამოტვირთე მეტი