მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
რადიო თავისუფლებასთან ამ ინტერვიუში კი ქეთი გვიყვება, როგორ დაიგეგმა ეს სპონტანური პროტესტი და მეტროდან ამოსულმა, როგორ გაშალა წინა დღის საპროტესტო აქციებიდან ჩანთაში ჩარჩენილი დროშა, როგორც დასტური იმისა, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მიდის.
“ქართულმა ოცნებამ” ბოლო, წინასაარჩევნო შეკრება თავის მხარდამჭერებთან თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართა.
ვორონეჟი, რიაზანი, პოტმა, ჩელიაბინსკი, პეტროპავლოვსკი და ბოლოს, ჯეზკაზგანი - სხვა ასობით ქალთან ერთად, სწორედ ეს გზა გაიარა რეპრესირებულმა ლიზიკო აბზიანიძემ გულაგისკენ და გადასახლებაში სულ რვა წელი გაატარა.
19 წლის სტუდენტი, იზი გრძელიშვილი, წელს პირველად წავა არჩევნებზე - როგორც ამომრჩეველი და როგორც მოხალისე დამკვირვებელი.
უკვე ათი დღეა, თამთა ჟვანია - დედა, რომელიც ყოფილი ქმრისგან მცირეწლოვანი შვილის დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვს, პარლამენტის წინ ათენებს.
თუ 18 წლის გახდი, ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეგიძლია. დიდი ლოდინი საჭირო არ არის: 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გახმაურებულ განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე, უკომენტაროდ არც ოსების მხარეს ჩაუვლია: "ბოდიშის მოხდა საკმარისი არ იქნება“, - ამბობენ ცხინვალში.
მსოფლიოში, და განსაკუთრებით აშშ-ში, ჩინური ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Temu-ს უსწრაფესად მზარდი ტემპისა და უიაფესი ნივთების გამო, არაერთი კითხვა გაჩნდა:
რას ნიშნავს „მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის კიდევ უფრო გამყარება და საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ ასახვა?
შვიდი წლის ბავშვის დედა უკვე თითქმის 50 დღეა უშედეგოდ ცდილობს დაიბრუნოს შვილი, რომელსაც ბავშვის მამა მასთან არ უშვებს და ამბობს, რომ მას დედასთან ცხოვრება არ სურს. ბავშვიც იმავეს იმეორებს. სისტემა უმოქმედოა.
აფგან მუხთარლის, რომელიც ახლა ლტოლვილის სტატუსით გერმანიაში ცხოვრობს, ბერლინში დავუკავშირდით და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა პირველი ქართველი ქალი მთამსვლელები არიან, ვინც ჩრდილოეთ უშბაზე, 4700 მეტრზე დამოუკიდებლად ავიდნენ. ამ ვიდეოში ისინი სწორედ უშბაზე ასვლასა და თავიანთ მთავარ გატაცებაზე გვიამბობენ.
შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. კურორტის ადგილას ახლა ქვა-ღორღის გორები დგას და ირგვლივ უზარმაზარი ლოდები ყრია. 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება. გამოძიება კი ჯერაც არ დასრულებულა.
ეს არის ამბავი შოვზე, კურორტზე, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა რამდენიმე წამში გაანადგურა. კურორტ შოვის აღდგენაზე დღეს არავინ ლაპარაკობს. ხოლო კითხვაზე, ისევ იქნება შოვი? პასუხი ხშირად დუმილია. რაც ზუსტად იციან, შოვში მხოლოდ ხსოვნის მემორიალი დაიდგმება.
ჩამოტვირთე მეტი