რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
13 ივლისის ღამეს მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, მათ შორის - „მზიური“, ზოოპარკი, სვანისძის ქუჩა.
ტრადიციები, ფუნდამენტური და ტრადიციული ისლამი და... მოსახლეობა - ეს არის ის რეალობა, რომელიც დღეს პანკისში გვხვდება. დუისში ორი მეჩეთია, უხუცესთა რამდენიმე გაერთიანება და იდეოლოგიური სხვაობა თაობებს შორის.
საქართველოში ჩინეთიდან პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა და ამით "აბრეშუმის გზა" გახსნა. მატარებელი ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს.
პატიმრების შეწყალების კომისიაზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი და ახლანდელი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პროკურატურამ დაკითხა.
გაეროს ბავშვთა ფონდი ხელისუფლებას მიმართავს რეკომენდაციით საკანონმდებლო დონეზე დაავალდებულოს პურპროდუქტის მწარმოებლები ფქვილი ფოლიუმის მჟავით გაამდიდრონ. ფონდის წარმომადგენლებმა 8 დეკემბერს პორტალ „კვირის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.
ორ დღეში სრულდება თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 30 ნოემბერს დაიწყო. ის წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება.
პარიზში მიმდინარეობს გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩოკონვენციის ხელმომწერთა კონფერენცია, რომელშიც150-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, მათ შორისაა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
განჩინება, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველები უნდა დანიშნულიყვნენ, გაუქმდა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ.
26 გასაშვილებელი ბავშვი 3 000-ზე მეტი მსურველისთვის - ეს არის დღეს საქართველოში არსებული რეალობა. იმისთვის, რომ ბავშვი იშვილოს, წყვილს მრავალწლიანი რიგის გავლა უწევს.
თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ძირითადად შიზოფრენიის დიაგნოზით წვანან. აქ მოჰყავთ პირები, რომელთა მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია.
თბილისში, პეკინის ქუჩაზე, პატარა სამკერვალო სალონში დღეს 30-მდე ადამიანი მუშაობს, თუმცა დაახლოებით 60 წლის წინ, როდესაც გაიხსნა, ეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სალონი იყო.
13 ნოემბერს, გვიან ღამით, პარიზში, ტერორისტული თავდასხმების შედეგად, 120-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საზღვრები ჩაიკეტა.
„აღმოაჩინე სამეგრელო“ - ამ სახელწოდებით თბილისში, კაფე „დისქავერიში“, ფოტოგრაფ რომან თოლორდავას გამოფენა მიმდინარეობს. ამ კაფეში თემატური გამოფენები მთელ თვეს გრძელდება.
N5 დაწესებულებაში სამასამდე ქალი იხდის სასჯელს. აქ თითქმის ყველა ასაკის, ხასიათის თუ სოციალური ფენის წარმომადგენელია.
28 ოქტომბერს ასოციაცია „დეამ“ თბილისში ინკლუზიური განათლების მონიტორინგის ინსტრუმენტის პრეზენტაცია გამართა.
ფსიქიატრები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავენ წინადადებით, გადაიხედოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების დანართი.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება შეშის საკითხი. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ საქართველოში არსებული სატყეო რესურსები ყოველწლიურად უფრო და უფრო ილევა.
19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით პროცესი გაიმართა. პარარელურად სასამართლოს ეზოში ტელეკომპანიის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობდა.
ეროვნული არქივი კინომუსიკის ასობით ჩანაწერს ინახავს, ბევრი მათგანი ხალხმა დღემდე ზეპირად იცის. რაც შეეხება თანამედროვე კინომუსიკას, ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს ამ მხრივ ცუდი ვითარებაა, რადგან ფილმები ცოტაა, საავტორო მუსიკა კი - კიდევ უფრო ნაკლები.
გამოკვლევის თანახმად, საქართველოში შიმშილის ინდექსი კლებულობს, თუმცა არა ისეთი ინტენსივობით, როგორც, მაგალითად, აზერბაიჯანსა და უკრაინაში.
ჩამოტვირთე მეტი