რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
ათი წლის წინ, 2014 წლის 28 დეკემბერს ბორანზე გაჩენილი ხანძრის გამო ადრიატიკის ზღვაში დაიღუპა მამა ილია (კარტოზია), 27 წლის არქიმანდრიტი.
უფრო და უფრო მძაფრდება ეჭვი, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი, რომლის ჩამოვარდნასაც 38 ადამიანი ემსხვერპლა, რუსულმა რაკეტამ შეიწირა.
24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პორშეს მარკის ავტომობილით მიდის და თან გვერდით სავარძელზე ლომის ბოკვერს ეფერება.
23 დეკემბერს ემიგრანტების შვილებმა ევროპის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყვეს. ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებზე საკუთარი ახლობელების გამო დგანან, უმრავლესობა ერთსა და იმავეს ამბოს, ცდილობენ ოჯახის წევრების საქართველოში დაბრუნება მოახერხონ.
ამ დრომდე მიმალულია ადგურ ხარაზია, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი, რომელსაც კოლეგის მკვლელობისთვის ეძებენ.
„ასეთი ძალადობა, ახალგაზრდებზე, ქალებზე... ამ ახალგაზრდებს უნდა მოვუსმინოთ. ეს უნდა შევძლოთ“, - ამბობს სამების არქიმანდრიტი ილია თოლორაია. რადიო თავისუფლება მას საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და იმ ძალადობაზე ესაუბრა, რომლის მოწმეც საზოგადოება დარბევების დროს გახდა.
16 დეკემბერს თბილისში მწერლებმა და გამომცემლებმა მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ხელახალ არჩევნებსა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 ბრალდებულის საქმე ერთ პროცესზე განიხილეს. შსს ამტკიცებს, რომ მათ საავტომობილო გზა გადაკეტეს უკანონოდ.
პროევროპულ აქციებსა და ბოლო ორ კვირაში მომხდარ ძალადობაზე საკუთარ აზრს გამოთქვამენ სასულიერო პირებიც, ზოგი - ამბიონიდან, ზოგი - ინტერნეტში, ზოგიც - აქციებზე. რადიო თავისუფლება თბილისის სამების ტაძრის არქიმანდრიტს შიო კვარაცხელიას ესაუბრა.
28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პოლიციამ თბილისსა და სხვა ქალაქებში გამართული პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით.
საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლა ნიკა სვანიძე, რომელიც 7 დეკემბერს ძმასა და ბიძაშვილთან ერთად აქციაზე დააკავეს.
რუსულენოვანი მედია საქართველოზე ლაპარაკობს. არა მარტო კრემლის პროპაგანდისტები, არამედ დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ბლოგერები, უკრაინული მაუწყებლები. აჩვენებენ რუსთაველის გამზირზე გადაღებულ კადრებს და სვამენ „მილიონი დოლარის ღირებულების“ კითხვას - რას უნდა ველოდოთ? ვინ გაიმარჯვებს?
საქართველოს პარალელურად აქციებს მართავენ ემიგრანტებიც. პროტესტი არ წყდება ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში. ემიგრანტები ევროკავშირისა და ამერიკის დიპლომატებს სთხოვენ, საქართველოში რეპრესიების შეწყვეტასა და ახალი არჩევნების ჩატარებაში დაეხმარონ.
ფეიერვერკისა და რესპირატორების ყიდვა გაჭირდა. პიროტექნიკის მაღაზიებს საშემოსავლო სამსახური ამოწმებს, რესპირატორების მარაგი კი უცბად ყველგან „ამოიწურა“.
მწერლების მცდელობა, მწერალთა სახლის დირექტორს დალაპარაკებოდნენ, კრახით დამთავრდა. ქეთი დუმბაძემ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა და მიზეზად მაღალი წნევა დაასახელა. მწერლები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე ნაცემი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და ძალადობის დაგმობას ითხოვენ.
აქციებზე დაპატიმრებული ასობით ადამიანის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომები ღამითაც ტარდება.
თავგატეხილი, ცხვირგატეხილი, ნაცემი ჟურნალისტები - 28-29 ნოემბერს, პარლამენტთან შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 20-მდე ჟურნალისტი დაშავდა. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს.
27 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მე-6 პრეზიდენტის კანდიდატურა წარადგინა - ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტარი მიხეილ ყაველაშვილი.
ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობის წინ მეორე დღეა უცხოეთში მცხოვრები სამი ქართველი შიმშილობს.
რამდენად რეალურია საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებული აზრი რუსული ლიტერატურის უპირატესობის შესახებ? მართლაც სჯობდნენ რუსი მწერლები სხვებს? ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, რომ რუსული ლიტერატურის როლი სპეციალურად იყო გაზვიადებული და არა მხოლოდ საქართველოში.
ჩამოტვირთე მეტი