რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
20 სექტემბერს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე 53-ე საჯარო სკოლაში განგაში გამოცხადდა. სკოლის დირექტორის, მარიამ რამინაშვილის თქმით, სამართალდამცველებმა მიიღეს შეტყობინება, რომ სკოლა დანაღმული იყო. 10:05 წუთზე საპატრულო პოლიციამ მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუირება მოახდინა. გამნაღმველების მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ შეტყობინება სიმართლეს არ შეეფერებოდა. პარალელურად ცრუ განგაში იყო გამოცხადებული თბილისის 24-ე და 21-ე საჯარო სკოლებში. გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერც იქ იპოვეს.
20 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თინა ბაუმი, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის პროგრამის სპეციალისტი. მან ილაპარაკა სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე. 19 სექტემბერს გაეროს ბავშვთა ფონდმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, უნდა გადაიხედოს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა და შემუშავდეს ბავშვიანი ოჯახების დახმარების ახალი მექანიზმი.
19 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. მინისტრობის ათი კანდიდატი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება. აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, ეს დევნილობაში მყოფი მთავრობის რიგით მეექვსე შემადგენლობაა.
ჩვენი კორესპონდენტების მოკლე ვიდეორეპორტაჟები ქვეყნებიდან, რომლებშიც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მაუწყებლობს.
მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სასწავლო ოთახი გაიხსნა. ლეიკემიის მკურნალობა დროში გაწელილი პროცესია. კლინიკაში გახსნილი სასწავლო ოთახი ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს სათანადო განათლება მიიღონ და სკოლის პროგრამას არ ჩამორჩნენ. პროექტი განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
13 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართა. აქცია მიზეზი აივ პოზიტიური ადამიანის უფლებების დარღვევა გახდა. აქციის მონაწილეების თქმით, აივ ინფიცირებული პირი პოლიციამ უკანონოდ დააკავა და ჩამოართვა წამალი, რომელიც პოლიციაში ნარკოტიკად მიიჩნიეს. დაკავების პერიოდში მას არ მიეწოდებოდა სასიცოცხლო დანიშნულების მქონე პრეპარატები. დაკავებულს პოლიცია მასთან თანამშრომლობას სთავაზობდა, აყენებდა შეურაცყოფას, ასევე იძულებით ჩაუტარეს გარკვეული სამედიცინო მანიპულაციები. გარდა ამისა, პოლიციელებმა შეადგინეს ყალბი საექსპერტო დასკვნა, რის საფუძველზეც ამჯერად საქმეს სასამართლო განიხილავს.
13 სექტემბერს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის იურისტი ალექსი შოშიკელაშვილი. დღეს ის საქალაქო სასამართლოში დაიცავს ინტერესებს აივ-ინფიცირებული ქალისა, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია ადმინისტრაციული საქმე. სამართალდამცველები ქალს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნას აბრალებენ.
11 სექტემბერს ასოციაცია „მწვანე ტალღამ“ საერთაშორისო კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევას ინტერნიუს უკრაინა ახორციელებს და იგი ექვს ქვეყანაში ტარდება: საქართველოში, მოლდოვეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში. კვლევა ეხება მედიის თავისუფლების ხარისხს ამ ქვეყნებში. შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველომ წინ წაიწია და მედიის თავისუფლების კუთხით პირველი ადგილი დაიკავა. ექსპერტები ამ შედეგს ბოლო წლის განმავლობაში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირებენ. პროექტმა 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივლისამდე პერიოდი მოიცვა.
11 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ზოგადი განათლების საკითხებში ლია გიგაური და ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე. მათ ილაპარაკეს ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილ ინიციატივებზე, საჯარო სკოლების მზადყოფნასა და სიახლეებზე.
10 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე. მან ილაპარაკა ტენდენციებზე საქართველოს ეკონომიკაში. 9 სექტემბერს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პარამეტრები და განაცხადა, რომ ეკონომიკური აღმავლობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. ირაკლი ლექვინაძის აზრით, ეკონომიკური პარამეტრები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, თუმცა, თვლის, რომ პროცესების შეუქცევადობაზე ლაპარაკი ნაადრევია.
9 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სასჯელასრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე. 7-8 სექტემბერს თბილისი მასპინძობდა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებსა და გამოწვევებს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რეფორმები, განვითარების სტრატეგიული გეგმა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, პირობით მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო აქტივობების მხარდაჭერა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს. ამ და პრობაციის სისტემაში არსებულ სხვა გამოწვევებზე საუბრობდა დილის ეთერში გადაცემის სტუმარი.
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს რამდენიმე ქალაქში დაკარგულების ახლობლები შეიკრიბნენ.
29 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სტრატეგიული კვლევების ცენტრის თანამშრომელი, პოლიტოლოგი გიორგი გვიმრაძე. მან ილაპარაკა სირიის საკითხზე - იქ მიმდინარე პროცესში შესაძლო საერთაშორისო სამხედრო ჩარევასა და სავარაუდო შედეგებზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკანონების პროცესი მთელ საქართველოში ერთიანად დაიწყება.
27 აგვისტოს საინიციატივო ჯგუფმა სახელმწიფო კანცელარიის წინ აქცია გამართა რელიგიური უმცირესობების მხარდასაჭერად. შეკრებილები წინა დღით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში ჩატარებულ ოპერაციას გმობენ. 26 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, მოხდა მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხლა-შემოხლა და რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა. დემონტაჟის მიზეზად დაასახელეს ის გარემოება, რომ მინარეთისთვის საჭირო კონსტრუქცია საზღვარზე არასწორად იყო განბაჟებული.
23 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, კოალიციის - "მედიის ადვოკატირებისთვის" კოორდინატორი. მან ილაპარაკა "მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის" პერსპექტივაზე. კოალიცია თვლის, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახის მიერ მიღებული გადაწყვეტილება "გამოყენებული იქნება არაერთხელ დეკლარირებული სურვილის ასასრულებლად - გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება".
ტელეკომპანია „მე-9 არხის“ თანამშრომლები სამშაბათს სამსახურში მხოლოდ პირადი ნივთების წამოსაღებად მივიდნენ. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 19 აგვისტოს შეწყვიტა. ტელევიზიის მფლობელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა. არხის დახურვის მიზეზად პრემიერმა ის გარემოება დაასახელა, რომ უხერხული იქნებოდა წინასაარჩევნოდ მისი ოჯახის მფლობელობაში ყოფილიყო ტელევიზია. თუ „მე-9“ არხს სექტემბრამდე მყიდველი არ გამოუჩნდა, ის საბოლოოდ დაიხურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ხუთი პირის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
მეწყრისგან დაზარალებული სოფელი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს.
ბორჯომში ჩასახლებული დევნილები ყურადღებას ითხოვენ. სანატორიუმ „ლიკანის“ N2 და N3 კორპუსები, სადაც დევნილები აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობენ, ავარიულ მდგომარეობაშია.
ჩამოტვირთე მეტი