რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
9 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სასჯელასრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე. 7-8 სექტემბერს თბილისი მასპინძობდა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებსა და გამოწვევებს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რეფორმები, განვითარების სტრატეგიული გეგმა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, პირობით მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო აქტივობების მხარდაჭერა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს. ამ და პრობაციის სისტემაში არსებულ სხვა გამოწვევებზე საუბრობდა დილის ეთერში გადაცემის სტუმარი.
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს რამდენიმე ქალაქში დაკარგულების ახლობლები შეიკრიბნენ.
29 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სტრატეგიული კვლევების ცენტრის თანამშრომელი, პოლიტოლოგი გიორგი გვიმრაძე. მან ილაპარაკა სირიის საკითხზე - იქ მიმდინარე პროცესში შესაძლო საერთაშორისო სამხედრო ჩარევასა და სავარაუდო შედეგებზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკანონების პროცესი მთელ საქართველოში ერთიანად დაიწყება.
27 აგვისტოს საინიციატივო ჯგუფმა სახელმწიფო კანცელარიის წინ აქცია გამართა რელიგიური უმცირესობების მხარდასაჭერად. შეკრებილები წინა დღით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში ჩატარებულ ოპერაციას გმობენ. 26 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, მოხდა მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხლა-შემოხლა და რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა. დემონტაჟის მიზეზად დაასახელეს ის გარემოება, რომ მინარეთისთვის საჭირო კონსტრუქცია საზღვარზე არასწორად იყო განბაჟებული.
23 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, კოალიციის - "მედიის ადვოკატირებისთვის" კოორდინატორი. მან ილაპარაკა "მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის" პერსპექტივაზე. კოალიცია თვლის, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახის მიერ მიღებული გადაწყვეტილება "გამოყენებული იქნება არაერთხელ დეკლარირებული სურვილის ასასრულებლად - გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება".
ტელეკომპანია „მე-9 არხის“ თანამშრომლები სამშაბათს სამსახურში მხოლოდ პირადი ნივთების წამოსაღებად მივიდნენ. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 19 აგვისტოს შეწყვიტა. ტელევიზიის მფლობელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა. არხის დახურვის მიზეზად პრემიერმა ის გარემოება დაასახელა, რომ უხერხული იქნებოდა წინასაარჩევნოდ მისი ოჯახის მფლობელობაში ყოფილიყო ტელევიზია. თუ „მე-9“ არხს სექტემბრამდე მყიდველი არ გამოუჩნდა, ის საბოლოოდ დაიხურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ხუთი პირის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
მეწყრისგან დაზარალებული სოფელი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს.
ბორჯომში ჩასახლებული დევნილები ყურადღებას ითხოვენ. სანატორიუმ „ლიკანის“ N2 და N3 კორპუსები, სადაც დევნილები აფხაზეთის ომის შემდეგ ცხოვრობენ, ავარიულ მდგომარეობაშია.
გლეხები ატმის მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ. კილო ატმის ფასი კახეთში საშუალოდ 20 თეთრია. გურჯაანის გამგებლის ჯონი ოსიაშვილის თქმით, ატამი განსაკუთრებით მას შემდეგ გაუფასურდა, რაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე საბაჟო გადასახადმა მოიმატა.
ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობის წინ, წალკის რაიონიდან ჩასული ეკომიგრანტები უკვე მეოთხე თვეა საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მთავრობისგან თავშესაფარს ითხოვენ. აჭარის მთავრობის თავჯდომარე არჩილ ხარაბაძე ამბობს, რომ პასუხისმსგებლობას იღებს მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც რეალურად სტიქიის შედეგად არიან დაზარალებული. მისივე თქმით, მთავრობა ამჯერად ცდილობს გაარკვიოს, ვის რა სახის დახმარება შეიძლება შესთავაზონ. რეპორტაჟი მომზადებულია პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ,,სიდას” ფასილიტაციით ხორციელდება.
კახელი გლეხები ატმის მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ. კილო ატმის ფასი კახეთში საშუალოდ 20 თეთრია. გურჯაანის გამგებლის, ჯონი ოსიაშვილის თქმით, ატამი განსაკუთრებით მას შემდეგ გაუფასურდა, რაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე საბაჟო გადასახადმა მოიმატა. რეპორტაჟი მომზადებულია პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ,,სიდას” ფასილიტაციით ხორციელდება.
ტემპერატურის მატებასთან ერთად მატულობს ქვეწარმავლებისგან დაკბენის ალბათობაც. ჰერპეტოლოგი გურამ წიკლაური საქართველოში გავრცელებულ გველებზე გვესაუბრება. მისი თქმით, მათგან სულ რამდენიმე სახეობაა შხამიანი და ისინი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში ბინადრობენ.
სამთაწყაროში პარასკევის ლოცვაში დღეს ათამდე ადამიანი მონაწილეობდა, ამათგან არც ერთი ადგილობრივი მოსახლე. მას შემდეგ, რაც სოფელში მცხოვრები მოსახლეობა რელიგიურ ნიადაგზე ერთმანეთს დაუპირისპირდა, ადგილობრივი მუსლიმანები სახლში ლოცვას ამჯობინებენ.
მას შემდეგ, რაც სოფელში მცხოვრები მოსახლეობა რელიგიურ ნიადაგზე ერთმანეთს დაუპირისპირდა, ადგილობრივი მუსლიმანები სახლში ლოცვას ამჯობინებენ.
26 ივნისს თბილისში ადამიანის უფლებათა სახლმა წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბნენ და ქაღალდზე დაწერილი გზავნილები მტკვარს გაატანეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა შედგა. განხილვის საგანი იყო 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში.
20 ივნისს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“, ფეისბუკის მეშვეობით შეკრებილმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. სასტუმროში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობდა. აქციის მიზეზი გახდა კომიტეტის ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას განცხადება იმის თაობაზე, რომ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვაზე ხელმოწერების ნამდვილობა შესასამოწმებელია. „რედისონ ბლუ ივერიასთან“ უმეტესად ის პირები შეიკრიბნენ, რომელთაც აღნიშნულ მიმართვაზე ხელი აქვთ მოწერილი.
მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე კვირაში ამოქმედდება პროგრამა, რომელიც სწორედ ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებზეა ორიენტირებული.
ჩამოტვირთე მეტი