რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
არსებობს განსაკუთრებული თოჯინები, რომლებიც მუზეუმში ან თეატრის სცენაზე ხვდება. ამ თოჯინებს საგანგებოდ ამზადებენ. თბილისის თოჯინების მუზეუმში საკმაოდ ბევრი ძველი თუ ახალი ექსპონატია გამოფენილი. მათ შორის გამორჩეულია მექანიკური სათამაშოები. თოჯინების დამზადება ადამიანს დადებით მუხტს აძლევს და ამიტომ მას ერთგვარი თერაპიის მიზნითაც იყენებენ.
30 წლის ძალოსანი შოთა ომარაშვილი პარაოლიმპიადაზე საასპარეზოდ ემზადება. ის საკუთარ ძალებს წოლჭიდში მოსინჯავს. ლონდონის პარაოლიმპიადის ლიცენზია სპორტსმენმა 2012 წელს, დუბაის სალიცენზიო ტურნირზე მოიპოვა.
2 აგვისტოს საქართველოს მოჭიდავეთა ერთი ჯგუფი გაემგზავრა ლონდონში, სადაც მიმდინარეობს ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. მწვრთნელებიც და თავად ოლიმპიელებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ამბობენ, რომ მედლებისთვის იბრძოლებენ. ქართველი ფალავნების მეორე ჯგუფი ლონდონში 4 აგვისტოს გაფრინდება.
ორი წელია ქეთევან გოლიაძე თავის თორმეტ შვილთან და ერთ შვილიშვილთან ერთად დამწვარ სახლში ცხოვრობს.