რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
32 წლის პარამკლავჭიდელი, მარინე ფუტკარაძე, მსოფლიო ჩემპიონია. ეს ტიტული მან ცოტა ხნის წინ, მოლდოვაში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვა. მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის და განსაკუთრებით პარამკლავჭიდელებისთვის.
მარჯვენა ფეხის ამპუტაციიდან ოთხი თვის შემდეგ უკრაინაში მებრძოლი კოკა მურაჩაშვილი კვლავ ფრონტის ხაზზეა. რეაბილიტაცია ბოლომდე არც დაუსრულებია, მაგრამ პროთეზს როგორც კი შეეჩვია, ისევ ომში დაბრუნდა.
8 აგვისტოს, მაშინ, როდესაც 35 ქართველი სპორტსმენი პეკინის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე გამოდიოდა, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო იერიშს აწარმოებდნენ. პეკინში ქართული დელეგაციის წევრები იხსენებენ ომისა და ოლიმპიადის ამბებს.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან 28 ქართველი სპორტსმენია წასული. თუმცა, მათ გარდა, ოლიმპიადა ქართული წარმოშობის არაერთ სპორტსმენს მასპინძლობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საფრანგეთის, ავსტრიის, ესპანეთის, ჰოლანდიის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობენ.
სულ 35 წუთი სჭირდებათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს, ტერორიზმისა და შეთქმულება-ამბოხის საქმეზე, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, მოწმის სტატუსით დაბარებული უკრაინაში მებრძოლი ქართველების დასაკითხად.
რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ საქართველოში იგეგმებოდა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა და გამომძიებლები, რომლებიც ბოლო დღეებია უკრაინაში მებრძოლ ქართველებს იბარებენ, სწორედ ამ საქმეზე მუშაობენ.
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი საქართველოდან წასვლას ვერ ახერხებს. უფრო ზუსტად, მისი თქმით, საქართველოდან წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი გეზს ბაქოსკენ აიღებს.
ტერორიზმი და შეთქმულება/ამბოხი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ორი მუხლით იძიებს საქმეს, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს.
80 წლის მაყვალა სოხაძე 19 ივლისს პარლამენტთან ერთი მოთხოვნით მივიდა - ამნისტიის შესახებ კანონი შეეხოს მის შვილსაც. 48 წლის კაცს, რომელიც ექვსი წელია სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობისთვის იხდის და ციხეში კიდევ 10 წელი უნდა გაატაროს.
28 ქართველი ოლიმპიელიდან, რომლებიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ, ერთ-ერთი, მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი, ბრალდებულის სტატუსით მიდის.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნება. საქართველოდან პარიზში უახლოეს დღეებში გაემგზავრება 28 სპორტსმენი, მათგან 7 ქალი.
არც ამჯერად შეცვალა სტრატეგია შინაგან საქმეთა სამინისტრომ და 15 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილის წინააღმდეგ მოწმეებად ორი პატრულ-ინსპექტორი მიიყვანა.
ზუსტად ერთი კვირა უნდა იფიქროს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ და 18 ივლისს თქვას, დააკისრებს თუ არა ადმინისტრაციულ ჯარიმას, 1500-დან 3000 ლარამდე, დავით ქაცარავას, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერს.
„თქვენი პაკეტი მოვიდა ჩვენს საწყობში, მაგრამ მისი მიწოდება შეუძლებელია მისამართის არასწორი ინფორმაციის გამო. გთხოვთ შეიყვანოთ სწორი მისამართის ინფორმაცია და ჩვენ გამოგიგზავნით 24 საათის განმავლობაში“.
ფეხებში დაჭრილ „გლოვოს“ კურიერს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სრულ რეაბილიტაციას ერთ წლამდე დასჭირდება. კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო.
„ძირითადად კანონის მიმართ ჰქონდა აგრესიული გამოხატულება უცენზურო სიტყვებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. კანონის მიმართულებით იგინებოდა“.
ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გულშემატკივრებმა სხვადასხვა ფორმით დაიმახსოვრეს. მხოლოდ ფოტო და ვიდეო კადრები მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ამ ისტორიული დღეების სიმბოლოები მათ სამუდამოდ აღიბეჭდეს სხეულზე ტატუების სახით.
ჩამოტვირთე მეტი