ვლადიმირ პუტინის რეჟიმს, შესაძლოა, იდეოლოგია საერთოდ არ გააჩნდეს. ისტორიკოსისა და სოცოლოგის, დინა ხაპაევას აზრით, კრემლი იდეოლოგიის ნაცვლად მეხსიერების პოლიტიკას იყენებს - ომის, სტალინისა და „დიადი გამარჯვების“ კულტს, როგორც ძალაუფლების შენარჩუნებისა და საზოგადოების მართვის მთავარ ინსტრუმენტს.