„კუბოში რომ ჩამდებენ, მაშინ წადი ჯარში“, - ასე პასუხობდა სადაზვერვო დრონების ოპერატორი პავლო კოლობაევი მეუღლეს, როცა ის სთხოვდა, სამხედრო სამსახურში წამიყვანეო. პავლო 2018 წლიდან იბრძოდა და ცდილობდა, ცოლი მაინც დაეცვა იმისგან, რაც თავად გადაიტანა.