შოვის სტიქიის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში მყინვარული ხეობების შესასწავლად 4 მილიონ ლარამდე დახარჯა. კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა, შედეგები არ გამოქვეყნებულა.
საქართველოს მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები მზად არ არიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ სტიქიებთან გასამკლავებლად. რეგიონებში არც შეტყობინებების სისტემები აქვთ და არც ღრმა ცოდნა მათ საჭიროებაზე.