ირანთან რამდენიმეკვირიან დაძაბულობას და რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების გადასროლას მოჰყვა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტყმები მაღალი მნიშვნელობის სამიზნეებზე, მათ შორის ირანის სამხედრო ობიექტებსა და ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის საცხოვრებელ სახლებზე.
გასულ თვეში ისრაელთან ომმა ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის მაღალი ეშელონი გაანადგურა, დაასუსტა მისი საჰაერო თავდაცვა და გამოავლინა მისი საჰაერო ძალების დაუცველობა.
Maxar-ის ახალი თანამგზავრული ფოტოები ასახავს ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბებს. ზოგიერთ ფოტოზე ჩანს დაბომბვის შედეგად წარმოქმნილი კრატერების შევსებისა და გაწმენდითი სამუშაოების ნიშნები.
ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით იმუქრება, ირანის პარლამენტი თანახმაა, ახლა ჯერი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზეა.
ისრაელისა და ირანის სამხედრო დაპირისპირებაში აშშ-ის ავიაციის ეპიზოდური ჩართვის შემდეგ, საქართველოში ისევ გაიხსენეს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ვიზიტები თეირანში, ტერორისტებად გამოცხადებული პირების გვერდით დგომა და ფონად შეძახილები - „სიკვდილი ამერიკას!“, „სიკვდილი ისრაელს!“.
ჩამოტვირთე მეტი