ცნობილია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განაჩენის წერილობითი დასაბუთება ნარკოდანაშაულში ბრალდებული დემონსტრანტის, თედო აბრამოვის საქმეზე.
ნარკოდანაშაულში ბრალდებულის, რუსეთის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის ადვოკატის, გიორგი ჩხეიძის დასკვნითი სიტყვა 42 გვერდია. ის ორი საათის განმავლობაში უსაბუთებდა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას, რატომ მიაჩნია, რომ ანტონ ჩეჩინს ნარკოტიკი მისი პოლიტიკური პოზიციის გამო „ჩაუდეს".
გიორგი ახობაძის დარბაზიდან გათავისუფლება პირველი გამამართლებელი განაჩენია, როცა დაკავებულ დემონსტრანტებზე ვსაუბრობთ. როგორ დაასაბუთა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჯერ დიდი გაკვირვება და შემდეგ აქტივისტების დიდი სიხარული მოჰყვა?
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული ექიმის, გიორგი ახობაძის პირველი საათები სუფთა ჰაერზე და ოჯახთან ერთად. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა - რა „კონსპირაციების თეორიები“ ააგო საკუთარ თავში და რას ჰყვება „ემოციურ საქანელაზე“, რომელზეც განაჩენის გამოცხადებამდე „ეკიდა“, - ნახეთ ვიდეოში
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინი. მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენასა და შენახვაში სდებენ ბრალს. ეს დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.
იმ ორი მოწმიდან, რომლებსაც სასამართლოზე მოუსმინეს, ერთი, ლევან ბერიძე გიორგისთან ერთად მანქანაში იჯდა იმ ღამეს, როცა ის დააკავეს. მეორე, რომელიც ლევანის მძიმედ ავადმყოფ დედას უვლიდა მის სახლში იყო, როდესაც პოლიცია ჩხრეკაზე მივიდა.
პროევროპული აქციებისას დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, შესაძლოა, 22 ივლისს გამოაცხადოს.