Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტები რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ წავიდნენ


დემონსტრანტების მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ
დემონსტრანტების მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ

დემონსტრანტები ახლა რესპუბლიკის მოედანზე არიან და გზას განაგრძობენ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეკრებილი ათიათასობით დემონსტრანტი, რომლებიც „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ, რამდენიმე წუთის წინ დაიძრნენ გმირთა მოედნისკენ, სადაც დემონსტრანტთა შედარებით მცირე ჯგუფს საავტომობილო გზის ნაწილი აქვს გადაკეტილი.

დემონსტრანტები 21:15 საათისთვის უკვე ფილარმონიასთან არიან და გზას განაგრძობენ.

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილი ხუთშაბათ საღამოს გმირთა მოედანზე შეიკრიბა და საავტომობილო გზა გადაკეტა.

მათ ესტაკადის ერთი ნაწილი, საბურთალოდან სანაპიროზე მიმავალი გზა დაიკავეს. პოლიციამ იქ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ პროტესტის ამ მეთოდით სურთ დისკომფორტი შექმნან და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიაწვდინონ ხმა. აქციაზე ისმის შეძახილები: "არა რუსულ კანონს", "გამოდით".

ფორუმი

XS
SM
MD
LG