Accessibility links

site logo site logo
Привет კულტურა

Привет კულტურა

2021 წლის მარტში კულტურის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყო და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა. მისი ხელმძღვანელობის პირველ ერთ წელიწადში სამინისტროდან და მისი დაქვემდებარებული უწყებებიდან ათობით ადამიანი გაათავისუფლეს. ნაწილმა თავად, მინისტრის კულტურის პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა სამსახური. სამინისტრო ამ ცვლილებებს რეორგანიზაციას არქმევს, ათობით ადამიანი კი თვლის, რომ სამსახურიდან განსხვავებული აზრის, მინისტრთან ოპონირების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. ნაწილი უფლების აღსადგენად სასამართლოში ჩივის.



ეს “ონლაინ გალერეა” განსხვავებული პროფესიების, ინტერესების, ასაკისა და გამოცდილების ადამიანების ისტორიებს აერთიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ უსამართლობის მსხვერპლი გახდა. ამ ამბების უმეტესობა სისტემურ პრობლემებზე მიანიშნებს - სისტემის მოძველებული სტრუქტურა, პროფესიონალების სიმწირე, მოუქნელობა, სიახლეებისა და ცვლილებების სიმწირე, დაგვიანებული რეფორმები და მმართველი გუნდი, რომლიც თვლის, რომ კულტურას მოთვინიერება სჭირდება. ეს ის საკითხებია, რომლებიც ბევრი წელია განვითარებას უშლის ხელს და რომლებიც ახალი სიმწვავით გააცოცხლა თეა წულუკიანის დანიშვნამ.



ეს პროექტი ვერ ჩაითვლება კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების სრულყოფილ სურათად, დიდწილად იმის გამო, რომ კულტურის მინისტრი და სამინისტროს ჩინოვნიკები არ თანხმდებიან ამ თემებზე საუბარს.

დავით ნიორაძე

ნინო ჯაყელი

ეკა კიკნაძე

გაგა ჩხეიძე

ლაშა ჩხვიმიანი

დავით ლორთქიფანიძე

ირმა კოპალიანი

ნინო ხუნდაძე

ნანა ბურჭულაძე

ბესო სოლომანაშვილი

ნიკოლოზ წიქარიძე

გვანცა ბერძენიშვილი

სალომე ჯაში

გიორგი გაგოშიძე

მიხეილ ჩარკვიანი

ანა მგელაძე

პროექტის ავტორი

ნასტასია არაბული


ფოტო

მზია საგანელიძე


ვიდეო

ილია რატიანი

დიმიტრი მახარაშვილი


რედაქტორი

ნინო ჯაფიაშვილი


ვებ-დეველოპერი

სოფიკო ფხიკიძე

XS
SM
MD
LG