Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ''მტკიცედ


საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ''მტკიცედ აქვს'' გადაწყვეტილი, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მესამე ვადით კენჭს არ იყრის.

საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ''მტკიცედ აქვს'' გადაწყვეტილი, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მესამე ვადით კენჭს არ იყრის.
ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ, რომლის მეორე საკონსტიტუციო ვადა უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე 2005 წელს იწურება, გაზეთ "მოსკოვსკიე ნოვოსტის" განუცხადა. იტყობინება პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი მოსკოვიდან. მემკვიდრეზე საუბრისას, პრეზიდენტმა თქვა, რომ "3-4 ახალგაზრდა ადამიანი ჰყავს თვალთახედვის არეში". ამასთან, იგი არ ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტად გახდომას შეძლებს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პარლამენტარი მიხეილ სააკაშვილი.

პრეზიდენტის თქმით, თბილისში ასევე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ იგი მემკვიდრედ თავის შვილს პაატა შევარდნაძეს ამზადებს, რომელიც პარიზში ცხოვრობს და იუნესკოში მუშაობს. ედუარდ შევარდნაძემ თქვა, რომ მისი შვილი ამაზე მხოლოდ იცინის და არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, ვიდრე ეს ხმები არ შეწყდება.
XS
SM
MD
LG