Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი დღეს მოსკოვში ჩავიდა და ხვალ შეხვდება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ავღანეთის მომავალსა და უშიშროების საკითხებზე მოსალაპარაკებლად.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი დღეს მოსკოვში ჩავიდა და ხვალ შეხვდება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ავღანეთის მომავალსა და უშიშროების საკითხებზე მოსალაპარაკებლად.
პაუელმა თავისი ვიზიტი დაიწყო მოსკოვის ცენტრში, პუშკინის მოედანზე ყვავილების გვირგვინის დადებით- იქ შარშან, ბომბის აფეთქებამ 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მან თავდასხმა პუშკინის მოედანზე შეადარა სექსტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს შეერთებულ შტატებში, სადაც სამი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პაუელის თქმით, ტერაქტების შემდეგ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები გაუმჯობესდა, მაგრამ ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ უთანხმოება სუფევს შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმის გამო. პაუელი მოსკოვში ჩავიდა ყაზახეთიდან, რომელიც- მისი თქმით- წვლილს შეიტანს ავღანეთის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის საქმეში.
XS
SM
MD
LG