Accessibility links

logo-print

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აცნობა მოსკოვს


შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აცნობა მოსკოვს, რომ ვაშინგტონი გადის 1972 წელს გაფორმებული ანტისარაკეტო დაცვის ხელშეკრულებიდან.

შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აცნობა მოსკოვს, რომ ვაშინგტონი გადის 1972 წელს გაფორმებული ანტისარაკეტო დაცვის ხელშეკრულებიდან.
თეთრ სახლში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაიმეორა, რომ “ცივი ომის” დროს დადებული ხელშეკრულება მოძველდა და დღევანდელ რეალიებს ვეღარ ასახავს. [ბუშის ხმა] “დღეს მე ოფიციალურად ვაცნობე რუსეთს, რომ, როგორც ხელშეკრულების პირობებითაც იყო გათვალისწინებული, შეერთებული შტატები გადის ამ თითქმის 30 წლის ხელშეკრულებიდან. დავასკვენი, რომ დოკუმენტი ხელს უშლის ჩვენს მთავრობას, იზრუნოს ტერორისტებისა თუ ცალკეული ქვეყნების თავდასხმებისგან საკუთარი ხალხის დაცვაზე.” რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. [პუტინის ხმა] პუტინის თქმით, ბუშის გადაწყვეტილება ხიფათს არ უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას.
XS
SM
MD
LG