Accessibility links

logo-print

ჩრდილო-დასავლეთ მაკედონიაში, პოლიციელებსა ეთნიკურ ალბანელებს


ჩრდილო-დასავლეთ მაკედონიაში, პოლიციელებსა ეთნიკურ ალბანელებს შორის მომხდარ შეტაკებაში, ერთი ალბანელი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი – დაიჭრა.

ჩრდილო-დასავლეთ მაკედონიაში, პოლიციელებსა ეთნიკურ ალბანელებს შორის მომხდარ შეტაკებაში, ერთი ალბანელი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი – დაიჭრა.
დღეს დილით მაკედონიის პოლიციის შენაერთები კვლავ შევიდნენ ტერიტორიაზე, რომელსაც ეთნიკური კონფლიქტის დროს ალბანელი მეამბოხეები აკონტროლებდნენ. ხსენებული ინციდენტი სწორედ ამ ოპერაციის დროს მოხდა. პოლიციელთა თანხლებით, ეუთოს მეთვალყურეებმა 15 დასახლებული პუნქტი მოინახულეს. მაგრამ სოფელ დობროშტეს მოსახლეობამ გზა გადაკეტეს და პოლიციელების გატარებაზე უარი განაცხადეს. დასავლეთის ქვეყნების შუამავლობით მიღებული ერთობლივი გეგმის თანახმად, ნორმალური ცხოვრება მაკედონიის ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ასზე მეტ სოფელში უნდა აღდგეს.
XS
SM
MD
LG