Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო კოდორის ხეობიდან ქართული არმიის გაყვანას ითხოვს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო კოდორის ხეობიდან ქართული არმიის გაყვანას ითხოვს
სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გივი აგრბამ თბილისს მოუწოდა “სასწრაფოდ” გაიყვანოს კოდორის ხეობიდან თავისი რეგულარული ქვედანაყოფები, რომლებიც რეგიონში ოქტომბერში შეიყვანეს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უთხრა პრაიმ-ნიუსს გივი აგრბამ, “აფხაზეთი შესაბამის ზომებს მიიღებს კოდორის ხეობის შეიარაღებული პირებისაგან გასათავისუფლებლად, რომლებიც იქ მოსკოვის 1994 წლის ხელშეკრულების დარღვევით იმყოფებიან”.
მან აღნიშნა, რომ სოხუმის ამ ულტიმატუმური პოზიციის შესახებ ეცნობა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში, დიტერ ბოდენს.
“საქართველო კოდორის ხეობას სტრატეგიულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მაგრამ ეს აფხაზეთის ტერიტორიაა”, თქვა გივი აგრბამ.
XS
SM
MD
LG