Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის 15 წევრი-ქვეყნის ლიდერებმა, უმაღლესი


ევროკავშირის 15 წევრი-ქვეყნის ლიდერებმა, უმაღლესი დონის შეხვედრაზე ბელგიაში მიიღეს დეკლარაცია ამ ორგანიზაციის ძირითადი სტრუქტურების რეფორმირების შესახებ.

ევროკავშირის 15 წევრი-ქვეყნის ლიდერებმა, უმაღლესი დონის შეხვედრაზე ბელგიაში მიიღეს დეკლარაცია ამ ორგანიზაციის ძირითადი სტრუქტურების რეფორმირების შესახებ.
ამ რეფორმების ძირითადი მიზანია - უფრო ღია გახადოს ევროკავშირი, ხოლო მისი სტრუქტურები – უფრო დემოკრატიული და ეფექტიანი. საბჭოს, რომელმაც რეფორმების პროექტი უნდა შეიმუშავოს, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი – ვალერი ჟისკარ დესტენი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ლიდერებმა მოლაპარაკება გამართეს დღეს იმ ცამეტი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ ორგანიზაციაში აპირებენ გაწევრიანებას. შეხვედრის მონაწილეებმა პარასკევს გამოაცხადეს, რომ ევროკავშირის ყველა თხუთმეტივე სახელმწიფო თავის სამხედრო მოსამსახურეებს გააგზავნის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად
XS
SM
MD
LG