Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრთა


საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრთა, დავით თევზაძისა და სერგეი ივანოვის, შეხვედრა ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელების სამიტის მსვლელობისას, მიმდინარე თვეში გაიმართება.

საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრთა, დავით თევზაძისა და სერგეი ივანოვის, შეხვედრა ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელების სამიტის მსვლელობისას, მიმდინარე თვეში გაიმართება.
ამის შესახებ განუცხადა ჟურნალისტებს დავით თევზაძემ. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის ვიზიტი 2001 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში იგეგმებოდა, რაც რიგი მიზეზების გამო გადაიდო. ბრიუსელში რუსეთის თავდაცვის მინისტრთან მოლაპარაკებები უფრო მშვიდ ვითარებაში წარიმართება, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო მოსკოვში დსთ-ს სამიტის ფარგლებში გამართული ბოლო შეხვედრისას, - აღნიშნა თევზაძემ.
XS
SM
MD
LG