Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძეს ჯერ არ მიუღია


ედუარდ შევარდნაძეს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე.

ედუარდ შევარდნაძეს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შევარდნაძის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაეროსა და უცხოეთის სხვა სახელმწიფოების მხრიდან იქნება აფხაზეთში სამშვიდობო კონტინგენტის ჩანაცვლების მყარი გარანტიები. “სამშვიდობო ძალების გარეშე გალის რაიონში 55 ათასი ქართველის ცხოვრების წარმოდგენა ძალიან ძნელი იქნებაო”, თქვა ედუარდ შევარდნაძემ. მან აღნიშნა, რომ არ იჩქარებს აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
XS
SM
MD
LG