Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იანვრის


არგენტინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იანვრის დასაწყისში გამოუშვას ახალი ფულადი ერთეული ”არგენტინო”, რომელიც ”პესოსა” და ამერიკულ დოლართან ერთად იქნება მიმოქცევაში.

არგენტინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იანვრის დასაწყისში გამოუშვას ახალი ფულადი ერთეული ”არგენტინო”, რომელიც ”პესოსა” და ამერიკულ დოლართან ერთად იქნება მიმოქცევაში.
ემისიის მიზანია გადაიხადონ ხელფასები და პენსიები, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი სოციალური არეულობები. ექსპერტების აზრით, ახალი ფულის გამოშვება გამოიწვევს ინფლაციის ნახტომისებურ ზრდას და არგენტინული პესოს აუცილებელ დევალვაციას. მთავრობა იღებს ზომებს კაპიტალის საზღვარგარეთ გადინების წინააღმდეგ. ქვეყანაში ყველა ბანკი და ბირჟა დაკეტილია ოთხშაბათამდე. კვირას ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ადოლფო როდრიგეს საამ შეაჩერა საგარეო დავალიანებაზე პროცენტების გადახდა, რაც 130 მილიარდ დოლარს უდრის. საა პირობას დებს, რომ უახლოეს დროში შექმნის მილიონ სამუშაო ადგილს. არგენტინა მეხუთე წელია ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. წინა მთავრობა უშედეგოდ ცდილობდა მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას სოციალური პროგრამების დაფინანსების საგრძნობლად შემცირების საფასურად.
XS
SM
MD
LG