Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს, რომ


სომალის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს, რომ ამ ქვეყანას თავს აფარებენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის, “ალ ყაიდის” მებრძოლები.

სომალის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს, რომ ამ ქვეყანას თავს აფარებენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის, “ალ ყაიდის” მებრძოლები.
სომალის პრეზიდენტის, აბდიყასიმ სალად ჰასანის განცხადებით, ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ახლახან სომალიში იმყოფებოდა, ტერორისტთა იქ ყოფნის ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინა. სომალი, ფაქტობრივად, მოკლებულია ცენტრალიზებულ ხელმძღვანელობას. 1991 წელს ამ ქვეყანაში შეიქმნა დროებითი მთავრობა, მაგრამ ცალკეულ რაიონებში რეალური ხელისუფლება ერთმანეთთან დაპირისპირებული კლანების ხელშია.
XS
SM
MD
LG