Accessibility links

logo-print

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულ


პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულ სატარმა დღეს გამოაცხადა, რომ დაძაბულობა მის ქვეყანასა და ინდოეთს შორის, საათობით იზრდება.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულ სატარმა დღეს გამოაცხადა, რომ დაძაბულობა მის ქვეყანასა და ინდოეთს შორის, საათობით იზრდება.
პაკისტანის საზღვრისკენ ინდოეთის ჯარის გადაადგილებას მან ძალიან შემაშფოთებელი ნიშანი უწოდა. პაკისტანის ხელისუფლების მეთაურმა ფერვეზ მუშარაფმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის ქვეყანას მშვიდობა სურს, მაგრამ ომისთვის ემზადება. ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ქაშმირის რაიონში, პაკისტანელი მესაზღვრეები მძიმე ტყვიამფრქვევებით ორი საათის მანძილზე უშენდენენ ცეცხლს ინდოეთის სასაზღვრო საგუშაგოებს. ინდოეთის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. ამასობაში ქაშმირის საქმეთა მინისტრმა ღულამ შამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში, ომის შიშით, თავისი საცხოვრებელი ადგილები ინდოეთის 60 ათასმა მოქალაქემ დატოვა.
XS
SM
MD
LG