Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინის დეპუტატთა პალატის ლიდერმა, ედუარდო


არგენტინის დეპუტატთა პალატის ლიდერმა, ედუარდო კამანომ, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, გამოთქვა მოწოდება, დაუყოვლებლივ შეირჩეს ახალი კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე.

არგენტინის დეპუტატთა პალატის ლიდერმა, ედუარდო კამანომ, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, გამოთქვა მოწოდება, დაუყოვლებლივ შეირჩეს ახალი კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე.
წუხელ ამ პოსტიდან გადადგა ადოლფო როდრიგეს საა, რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობა სულ ერთ კვირას ეკავა. [ადოლფო როდრიგეს საას ხმა] “ზოგიერთი მოღვაწის უსინდისობა და სხვათა მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერა სხვა გამოსავალს აღარ მიტოვებს, გარდა იმისა, რომ გადავდგე. მინდა, ამ გადაწყვეტილების შესახებ მოვახსენო არგენტინელ ხალხს და პრეზიდენტის პოსტი, დროებით, სენატის პრეზიდენტს გადავაბარო.” დღესვე ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ, მარტისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები აღარ გაიმართოს და შემდეგი არჩევნები 2003 წლისთვის გადაიდოს. ასე რომ, თუ ხვალ არგენტინაში პრეზიდენტს დანიშნავენ, მას საშუალება ექნება, ქვეყანა დაახლოებით ორი წელიწადი მართოს. შეგახსენებთ, რომ არგენტინის უწინდელმა პრეზიდენტმა, ფერნანდო დე ლა რუამ, თავისი პოსტი 20 დეკემბერს დატოვა. მისი გადადგომა მოჰყვა მძაფრ საპროტესტო აქციებს, რომლებიც ხელისუფლებამ ძალით ჩაახშო და რომლებსაც 20-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დემონსტრაციების ტალღა მთავრობის წარუმატებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია. არგენტინის საგარეო ვალი 132 მილიარდ დოლარს აღწევს.
XS
SM
MD
LG