Accessibility links

logo-print

15-20 იანვარს ქართველი და რუსი


15-20 იანვარს ქართველი და რუსი ექსპერტები მოსკოვში გამართავენ კონსულტაციებს ორ ქვეყანას შორის ჩარჩო-ხელშეკრულების მზადებასთან დაკავშირებით.

15-20 იანვარს ქართველი და რუსი ექსპერტები მოსკოვში გამართავენ კონსულტაციებს ორ ქვეყანას შორის ჩარჩო-ხელშეკრულების მზადებასთან დაკავშირებით.
საინფორმაციო სააგენტო კავკას-პრესი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ, კახა სიხარულიძის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს იქნება დოკუმენტზე რეალური მუშაობის დაწყება, ვინაიდან დეკემბერში თბილისში სახელმწიფო დელეგაციების შეხვედრა საორგანიზაციო ხასიათის იყო. სიხარულიძის შეფასებით, ექსპერტებმა ზოგიერთ საკითხზე შესაძლოა სხვადასხვა მოსაზრება გამოთქვან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სახელწმიფოთა მეთაურებმა, ედუარდ შევარდნაძემ და ვლადიმირ პუტინმა არაორაზროვნად გამოხატეს პოლიტიკური ნება: უმოკლეს ვადებში, ხელმოსაწერად მომზადდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩო-ხელშეკრულება.
XS
SM
MD
LG