Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე


ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე იგი “კატეგორიულად წინააღმდეგია” აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი მშვიდობისდამცველების გაყვანისა.

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე იგი “კატეგორიულად წინააღმდეგია” აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი მშვიდობისდამცველების გაყვანისა.
საქართველოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის მიზნით რუსეთთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. მთავარ ამოცანად შევარდნაძე აფხაზეთში დაბრუნებული ქართველი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ასახელებს. შევარდნაძემ აღნიშნა, რომ სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელება მას ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ, მისივე თქმით, მანდატის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ 11 ოქტომბერს მიღებული დადგენილების შემდეგ “ბევრი რამ შეიცვალა”. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აფხაზეთის პრობლემა მან სერიოზულად განიხილა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან.
XS
SM
MD
LG