Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი ჩეჩნეთიდან იუწყება


“რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი ჩეჩნეთიდან იუწყება, რომ გროზნოს გარეუბანში, მიჩურინოში მსხვილკალიბრიანი იარაღით სროლა აუტეხეს მსუბუქი ავტომანქანების სადგომს.

“რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი ჩეჩნეთიდან იუწყება, რომ გროზნოს გარეუბანში, მიჩურინოში მსხვილკალიბრიანი იარაღით სროლა აუტეხეს მსუბუქი ავტომანქანების სადგომს.
მსხვერპლის შესახებ ცნობა არაფერს ამბობს. დაიწვა ექვსი მანქანა. ცეცხლი, სავარაუდოდ, ჰანკალის რუსეთის სამხედრო ბაზიდან გახსნეს.
ჩეჩნეთის პრორუსული მმართველობის წარმომადგენლის თანახმად, რუსეთის არმიამ ალყაში მოაქცია ჩეჩენი მეამბოხეების სიმაგრეები ნოჟაი იურთში, ვედენოსა და ითუმ კალეში. ამავე ცნობით, ჩეჩნებმა გასულ დღე-ღამეში 17-ჯერ გაუხსნენს მოწინაღმდეგეს ცეცხლი.
რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მათაურმა კვაშნინმა თქვა, რომ მისი აზრით, ომი ჩეჩნეთში დასასრულს უახლოვდება.ჩეჩენი მეამბოხეები, კვაშნინის დაკვირვებით, იმ მხეცის მდგომარეობაში არიან, რომელიც კუთხეში მიიმწყვდიეს.
XS
SM
MD
LG