Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის შტატ ჯამუ-ი-ქაშმირში შეიარაღებულ პირთა


ინდოეთის შტატ ჯამუ-ი-ქაშმირში შეიარაღებულ პირთა ჯგუფი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და, სულ ცოტა, 11 ადამიანი მოკლა, მათ შორის 8 ბავშვი.

ინდოეთის შტატ ჯამუ-ი-ქაშმირში შეიარაღებულ პირთა ჯგუფი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და, სულ ცოტა, 11 ადამიანი მოკლა, მათ შორის 8 ბავშვი.
პოლიციის ვარაუდით, თავდასხმა ისლამისტმა ექსტრემისტებმა მოაწყეს. დელი პაკისტანს ინდოეთის ტერიტორიაზე მოქმედი მაჰმადიანი სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მისგან ტერორიზმში ეჭვმიტანილი 20 პირის გაცემას მოითხოვს. დღეს პასკისტანის კონტროლქვეშ მყოფი ქაშმირის პროვინციის პრემიერ-მინისტრმა, სარდარ სიკანდერმა, ქაშმირელი სეპარატისტები “თავისუფლებისთვის მებრძოლებად” მოიხსენია და პაკისტანის ხელისუფლებას მოუწოდა, ინდოეთს არ გადასცეს ტერორიზმში ეჭვმიტანილები.
XS
SM
MD
LG