Accessibility links

ისრაელმა სამხედრო კონტროლი დააწესა მდინარე


ისრაელმა სამხედრო კონტროლი დააწესა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ტულკარმზე.

ისრაელმა სამხედრო კონტროლი დააწესა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ტულკარმზე.
ქალაქში შემოღებულ იქნა საკომენდანტო საათი, შეიქმნა საგუშაგოები. ახლო აღმოსავლეთში გაეროს საგანგებო წარგზავნილის, ტერიე რუდ-ლარსენის აზრით, ტულკარმზე სამხედრო კონტროლის დაწესებას ძალადობის ესკალაცია და ახალი მსხვერპლი შეიძლება მოჰყვეს. როგორც ისრაელის არმიის სარდლობამ გამოაცხადა, ჯარი ქალაქში დასახული მიზნის მიღწევამდე დარჩება, ანუ მანამდე, სანამ არ გაანადგურებს “ტერორისტების ინფრასტრუქტურას”. დღევანდელი რეიდის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაიჭრა ოთხი პალესტინელი. დაკავებულ იქნა 20-მდე ადამიანი, მათ შორის “ჰამასის” ექსტრემისტული დაჯგუფების სამი აქტივისტი. ტულკარმში ისრაელის ჯარი ხუთშაბათს შეიყვანეს, მას შემდეგ, რაც ქალაქ ხადერაში განხორციელებულ ტერაქტს ექვსი ისრაელი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG