Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურის ხიდთან მესამე დღეა, მიმდინარეობს


ენგურის ხიდთან მესამე დღეა, მიმდინარეობს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საპროტესტო აქცია,

ენგურის ხიდთან მესამე დღეა, მიმდინარეობს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საპროტესტო აქცია,
რომლის მონაწილეები სამშვიდობო ძალების მდინარე ღალიძგამდე გადაყვანას, შემდეგ კი საერთოდ, საქართველოს ტერიტორიდან გაყვანას მოითხოვენ. გადაკეტილია სამანქანო გზა. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს პარტიზანული შენაერთის, “ტყის ძმების” მეთაურის, დავით შენგელიას სიტყვები იმის თაობაზე, რომ აქციის ორასამდე მონაწილე აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აუცილებლად უნდა შეასრულოს პარლამენტის დადგენილება საქართველოდან სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე.
XS
SM
MD
LG