Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია აცხადებს


უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პანკისის ხეობაში ამჟამად მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები სათანადო შედეგებს ვერ გამოიღებს,

უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პანკისის ხეობაში ამჟამად მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები სათანადო შედეგებს ვერ გამოიღებს,
სამართალდამცავები სხვა ძალისმიერი ღონისძიებების გამოყენებაზე გადავლენ. როგორც უშიშროების მინისტრმა პრაიმ-ნიუსს განუცხადა, ასეთ ძალისმიერ ღონისძიებებში იგი კონკრეტულ ბოროტმოქმედთა მიმართ სპეცკონტინგენტის, სპეცტექნიკისა და სხვა მკაცრი ზომების გატარებას გულისხმობს.
ამასთან, ხაბურძანია დასძენს, რომ ჯერჯერობით პანკისში ოპერატიული ღონისძიებები წარმატებით ხორციელდება და ასეთი მკაცრი ზომების გატარების აუცილებლობის საკითხი არ იკვეთება.
XS
SM
MD
LG