Accessibility links

logo-print

რომის პაპმა მასთან ერთად ასიზიში


რომის პაპმა მასთან ერთად ასიზიში მყოფ რელიგიურ ლიდერებს ”ტერორიზმის შავი ღრუბლების გაფანტვაში წვლილის შეტანისაკენ” მოუწოდა.

რომის პაპმა მასთან ერთად ასიზიში მყოფ რელიგიურ ლიდერებს ”ტერორიზმის შავი ღრუბლების გაფანტვაში წვლილის შეტანისაკენ” მოუწოდა.
იოანე პავლე მეორის სიტყვებით[პაპის ხმა]: ”არსებითი მნიშვნელობა აქვს მორმწუნეების მიერ ძალადობის ყველა ფორმის ნათლად და გადაჭრით უარყოფას. ეს პირველ რიგში ეხება უარყოფას ძალადობისა, რომლის გასამართლებლად რელიგიას იშველიებენ. ადამიანის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა ღვთის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას ნიშნავს. არ არსებობს რელიგიური მიზანი, რომელმაც შეიძლება გაამართლოს ადამიანის მიერ ადამიანის მიმართ ძალადობა.” იტალიის ქალაქ ასიზიში, რომელიც წმინდა ფრანცისკის მშობლიური ქალაქია, პაპის მიწვევით ათასობით მორწმუნე და დაახლოებით 200 რელიგიური ლიდერი ჩავიდა და მთელი დღე მშვიდობისთვის ლოცვასა და სხვადასხვა მიმართვის მოსმენაში გაატარა. კათოლიკეები და ბაპტისტები, მორმონები და მენონიტები ებრაელებთან, მუსლიმანებთან, ბუდისტებთან და შინტოისტებთან ერთად აცხადებდნენ, რომ მიუღებლად მიაჩნიათ ძალადობის რელიგიით გამართლება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ მონაწილეობს ამ შეკრებაში.
XS
SM
MD
LG