Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს კიდევ ერთი ტერორისტული აქტი


დღეს კიდევ ერთი ტერორისტული აქტი მოხდა ისრაელში.

დღეს კიდევ ერთი ტერორისტული აქტი მოხდა ისრაელში.
იერუსალიმის ცენტრში პალესტინელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ორი – მძიმედ. თავად ტერორისტი დაიღუპა. ისრაელის ტელევიზიის ცნობით, ტერორისტი ქალი იყო. აფეთქება თითქმის ზუსტად იმ ადგილას მოხდა, სადაც გასულ სამშაბათს მოწყობილ ტერაქტს ორი ისრაელი ქალის სოცოცხლე შეეწირა. დღევანდელი ტერორისტული აქტი უკვე მესამეა მიმდინარე კვირაში. პარასკევს, ტელ-ავივში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. ძალადობის ახალი ტალღის აგორებისთვის პასუხისმგებლობას ისრაელის მთავრობა პალესტინელთა ავტონომიის ხელისუფლებას და პირადად მის ხელმძღვანელს, იასირ არაფატს აკისრებს.
XS
SM
MD
LG