Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ავღანეთს შეიარაღებული ძალების განვითარებაში დაეხმარება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ავღანეთს შეიარაღებული ძალების განვითარებაში დაეხმარება.
დღეს ბუშმა თეთრ სახლში მიიღო ავღანეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე, ჰამიდ კარზაი. ბუშის თქმით, სამხედრო სფეროში დახმარების გარდა, შეერთებული შტატები ავღანეთს დამატებით გამოუყოფს 50 მილიონ დოლარს, რომელიც მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას მოხმარდება. პრეზიდენტმა დასძინა, რომ კარზაის მთავრობა მთელი ავღანეთის იმედია. თავის მხრივ, ჰამიდ კარზაიმ ბუშს აღუთქვა, რომ ავღანეთი ვაშინგტონს ღირსეულ პარტნიორობას გაუწევს.
XS
SM
MD
LG