Accessibility links

ავღანეთის ფაქთიის პროვინციის გუბერნატორმა, გავლენიანმა

ავღანეთის ფაქთიის პროვინციის გუბერნატორმა, გავლენიანმა საველე მეთაურმა ფაჯა ხანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ალ ყაიდის” დაახლოებით 1200 მებრძოლი ავღანეთის აღმოსავლეთში, სოფელ ზურმათის არეალში გადაჯგუფებას აწარმოებს.

ხანმა თქვა, რომ მის განკარგულებაში მყოფი ათასი მეომარი მზად არის შეუტიოს მათ, როცა ზუსტი ცნობები ექნებათ რაოდენობის, განლაგების და შეირაღების შესახებ. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება არც უარყოფს და არც ადასტურებს ცნობას, რომ ალ ყაიდელები თავიანთი ძალების გადაჯგუფებას აწაროებენ მთებში. გუშინ გავრცელდა ცნობა შეერთებული შტატების შვეულმფრენის ავღანეთში ჩამოვარდნის შესახებ. მაიორმა როპერმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ 16 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც შვეულმფრენში ისხდნენ, დაშავდენენ, მაგრამ არა სერიოზულად.
წითელმა ჯვარმა შეერთებული შტატების სამხედრო უწყებას სთხოვა გადასცენ ყანდაარში შეტაკებისას დაღუპული 6 ალ ყაიდელის ცხედარი. მაჰმადიან მორწმუნეები მათი, როგორც წამებულების დაკრძალვას ამზადებდნენ.

XS
SM
MD
LG