Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის დაბა სტარიე ატაგიში, კორუფციის


ჩეჩნეთის დაბა სტარიე ატაგიში, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში, დააკავეს მილიციის რაიონული განყოფილების 9 თანამშრომელი.

ჩეჩნეთის დაბა სტარიე ატაგიში, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში, დააკავეს მილიციის რაიონული განყოფილების 9 თანამშრომელი.
ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, შახიდ ჟამალდაევის ცნობით, მილიციელები თვითონაც ანტიკორუფციულ განყოფილებაში მსახურობდნენ. დღესვე, ჩეჩნეთში შექმნილ საგანგებო კომისიას დაევალა, გამოიძიოს იმ რუსი სამხედროების მოქმედება, რომლებსაც უკვე მერვე დღეა, ჩაკეტილი აქვთ ნოვიე ატაგისა და სტარიე ატაგის მისადგომები. ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა, საგანგებო ოპერაციის მსვლელობისას, არაერთი დარღვევა ჩაიდინეს.
XS
SM
MD
LG