Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენში უსაფრთხოების პოლიტიკის 38-ე კონფერენცია დასრულდა


მიუნხენში კვირას დასრულდა საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის 38ე კონფერენცია, რომელშიც 250 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ევროპელმა მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები ტექნოლოგიურად უსწრებს თავის პარტნიორებს და ამით მისი მარტო მოქმდების შესაძლებლობა ფართოვდება, რაც ალიანსს ასუსტებს. ამერიკელებმა კონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ანტიტერორისტული დარტყმის შემდეგი სამიზნე ერაყია.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა, მასთან ერთად კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუდოლფ შარპინგმა, შეერთებული შტატების მთავრობას მოსთხოვეს მეტი დახმარება ევროპის ქვეყნების არმიების მოდერნიზებაში. რობერტსონის აზრით, რომელმაც ეს კონფერენციის მონაწილეებს ღიად უთხრა. ვაშინგტონმა ტექნოლოგიის მიღწევების გავრცელების და ამ სფეროში თანამშრომლობის უსარგებლო შეზღუდვა უნდა გააუქმოს. სხვა შემთხვევაში, ნატოს მეთაურის აზრით, ნატოში უფსკრული გადაულახავი გახდება. ევროპის არმიებისთვის კი ერთი გამოსავალი არსებობს განაცხადა რობერტსონმა: უკეთესი აღჭურვა.
ყურადღება მიიქცია შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოლ ვოლფოვიცის გამოსვლამ, რომელშიც რამსფელდის მოადგილემ ასევე მოითხოვა ნატოს სტრუქტურების და უნარის გაუმჯობესება. ვოლფოვიცის თქმით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამხედრო ოპერაციების დროს საჭიროა გაეროს მანდატი.
რუსეთის და გერმანიის თავდაცვის მინისტრები რუდოლფ შარპინგი და სერგეი ივანოვი ერთ ფრონტზე აღმოჩნდნენ იმ საკითხში, უნდა დაარტყან თუ არა ანტიტერორისტულ ომში ახლა ერაყს. შარპინგის აზრით, ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის გადაულახავი ზღუდის პირობებში შეუძლებელია გლობალურ უსაფრთხოებაზე ლაპარაკი. ის, ივანოვთან ერთად, ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის დამოუკიდებელი ექსპერტების გაგზავნას თვლის სწორად. ივანოვმა, სხვათა შორის, “ბოროტების ღერძის” თაობზე ბუშის გამონათქვამთან დაკავშირებით თქვა, რომ არც ერაყი, არც ირანი და არც ჩრდილოეთი კორეა ტერორიზმს არ უწევს მხარდაჭერას.
შეერთებული შტატების სენატორის ჯონ მაკლეინის აზრით, სადამ ჰუსეინის სახით ტერორისტი ზის ბაღდადში, ამიტომ ერაყია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი ფრონტი.
მიუნხენის კონფერენცია ღირსშესანიშნავი იყო გერმანიის შიდა პოლიტიკური სიახლის გამო: პირველად საგარეო-პოლიტიკური სიტყვა წარმოთქვა ბავარიის პრემიერმა ედმუნდ შტოიბერმა, როგორც კანცლერობის კანდიდატმა. მისი თვალსაზრისით, გერმანელებმა და ევროპელებმა მსოფლიოში მშვიდობისთვის მეტი პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ.
მიუნხენის კონფერენციას თან ახლდა დემონსტრაციები. პოლიციის არნახული აქტიურობა და დემონსტრაციების აკრძალვა იყო დამახასიეთები ამ შეხვედრისთვის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მონწილეებმა ვერაფერი იგრძნეს დემონსტრაციებისა. აღსანიშნავია, რომ ბავარიის ხელისუფლების მიერ საპროტეტსო დემონსტრაციების აკრძალვა მიჩნეულ იქნა შეკრების თავისუფლების შეზღუდვად, ხოლო პოლიციის მოქმედება მშვიდობინი დემონსტრანტების წინააღმდეგ - დაუნდობელ სისასტიკედ. კონფერენციის მოწინააღმდეგეების ვექილმა საჩივარი შეიტანა სასამართლოში, რომელმაც უნდა განიხილოს, სწორი იყო თუ არა გადაწყვეტილება დემონსტრაციების აკრძალვის და დაკავებული მცირეწლოვანი დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მოქმედება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG