Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი შეშფოთებას გამოთქვამს ჩეჩნეთში ბოლო


კრემლი შეშფოთებას გამოთქვამს ჩეჩნეთში ბოლო ხანს მომხდარი ავიაკატასტროფების გამო.

კრემლი შეშფოთებას გამოთქვამს ჩეჩნეთში ბოლო ხანს მომხდარი ავიაკატასტროფების გამო.
ბოლო 11 დღის მანძილზე ჩეჩნეთში კატასტროფა განიცადა რუსეთის ოთხმა სამხედრო შვეულმფრენმა, რის შედეგადაც ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების 25 მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, სერგეი იასტრჟემბსკის განცხადებით, ეს ინციდენტები მეტად შემაშფოთებელ ტენდენციაზე მიგვანიშნებს და გვიჩვენებს, რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია რუსეთის შეიარაღებული ძალების აღჭურვილობა. იასტრჟემბსკის გამოსვლის შემდეგ სულ ცოტა ხანში ჩეჩნეთში კიდევ ერთი ავარია მოხდა: შვეულმფრენი “მი-8”, ტექნიკური გაუმართაობის გამო, იძულებული შეიქნა, საავარიო დაჯდომა განეხორციელებინა. ინტერფაქსის სააგენტოს ცნობით, არავინ დაღუპულა. განვლილი დღე-ღამის მანძილზე ჩეჩნეთში ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG