Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო პარტიის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა


სახალხო პარტიის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა გიორგი კობახიძემ და მისმა მომხრეებმა ახალი პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსი” შექმნეს.

სახალხო პარტიის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა გიორგი კობახიძემ და მისმა მომხრეებმა ახალი პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსი” შექმნეს.
ამის შესახებ გიორგი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი პარტიის შექმნის მიზეზი გახდა “სახალხო პარტიაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა” და მისი “უპერსპექტივობა”, რაც, კობახიძის აზრით, პარტიის თავმჯდომარის, მამუკა გიორგაძის მძიმე ტაქტიკური და სტრატეგიული შეცდომების შედეგია. მამუკა გიორგაძემ აღიარა, რომ გიორგი კობახიძისა და მისი მომხრეების წასვლამ სახალხო პარტია გარკვეულწილად დაასუსტა. თუმცა, როგორც გიორგაძემ პრაიმ-ნიუსის სააგენტოს უთხრა, პარტია ნორმალურ მუშაობას გააგრძელებს. ხვალ უნდა გაიმართოს სახალხო პარტიის ყრილობა, რომელზეც დაგეგმილია პარტიის თავმჯდომარისა და მთავარი კომიტეტის არჩევნების ჩატარება.
XS
SM
MD
LG