Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საუდის არაბეთისა და იორდანიის


საქართველოში საუდის არაბეთისა და იორდანიის მოქალაქეთა ჯგუფი დააპატიმრეს.

საქართველოში საუდის არაბეთისა და იორდანიის მოქალაქეთა ჯგუფი დააპატიმრეს.
ისინი ეჭვმიტანილი არიან ჩეჩენ საველე მეთაურ ხატაბთან კავშირში. ამის შესახებ გამოაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ. მისივე თქმით, დაპატიმრებულებს განზრახული ჰქონდათ, პანკისის ხეობაში შეექმნათ შეიარაღებული რაზმი, რომელიც შემდგომ ჩეჩნეთში გადასვლას შეეცდებოდა. ხაბურძანიამ დასძინა, რომ შარშან საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის გადალახვის მცდელობისას რამდენიმე ათეული უცხოელი დააკავეს; მათ შორის, თურქეთის 24 და იორდანიის 11 მოქალაქე. ყველა დაკავებული საქართველოდან გააძევეს. რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველო არასაკმარისად ზრუნავს პანკისის ხეობაში ჩეჩენ სეპარატისტთა და მათ მხარდამჭერთა მოღვაწეობის აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG