Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ერთმანეთს ხვდება

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ერთმანეთს ხვდება 71 ქვეყნის, ასევე ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის და ევროპის კავშირის წარმომადგენლები, რომლებმაც მსოფლიოს, მშვიდობის, თანამშრომლობის და ჰარმონიის თაობაზე მიმართვა უნდა გაუგზავრონ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისმაილ ჯემმა ამგვარი შეხვედრა 11 სექტემბრის შემდეგ დაგეგმა. მან დღეს თქვა, რომ ის, თურქეთს აზიასა და ევროპას შორის ხიდად მიიჩნევს. თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის წევრიც არის და ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატიც.
შეხვედრაში ირანის, სირიის, ლიბიის, ასევ ერაყის და პალესტინელთა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმმართველი ხავიერ სოლანა, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსეპ პიკე და სხვები. შეხვედრა ორ დღეს გასტანს.
XS
SM
MD
LG