Accessibility links

logo-print

კოსოვოს ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, გერმანელი


კოსოვოს ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, გერმანელი დიპლომატი მიხაელ შტაინერი დღეს პროვინციის დედაქალაქ პრიშტინაში ჩავიდა

კოსოვოს ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, გერმანელი დიპლომატი მიხაელ შტაინერი დღეს პროვინციის დედაქალაქ პრიშტინაში ჩავიდა
თავისი დანიელი წინამორბედის, ჰანს ჰაეკერაპის მიერ დეკემბერში გათავისუფლებული პოსტის დასაკავებლად. შტაინერი გასულ თვეში აირჩიეს კოსოვოს მმართველად – ის იქნება რიგით მესამე მოღვაწე პროვინციაში 1999 წლიდან მოქმედი გაეროს ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტზე. მისი ხელმძღვანელობით გაეროს მისია მოემზადება მართვის სადავეების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადასაბარებლად. კოსოვოში შარშან პირველად ჩაიარა საყოველთაო დემოკრატიულმა არჩევნებმა, მაგრამ პროვინციის საპარლამენტო ასამბლეამ დღემდე ვერ შეძლო პროვინციის პრეზიდენტის არჩევა.
XS
SM
MD
LG