Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში მომხდარი შეტაკებისას ისრაელის


ღაზის სექტორში მომხდარი შეტაკებისას ისრაელის უშიშროების ძალებმა დღეს სულ ცოტა 3 პალესტინელი მოკლეს.

ღაზის სექტორში მომხდარი შეტაკებისას ისრაელის უშიშროების ძალებმა დღეს სულ ცოტა 3 პალესტინელი მოკლეს.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ისრაელის 4 ტანკი პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკის ტერიტორიაზე შევიდა ღაზის სექტორში. ორი დღის წინ პალესტინელმა ექსტრემისტებმა ისრაელის ტანკზე განახორციელეს თავდასხმა, რის შედეგად 3 ისრაელი ჯარისკაცი დაიღუპა. დღესვე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მომხდარი შეტაკებისას ერთი ისრაელი მოქალაქე იქნა მოკლული. ხოლო პალესტინელებმა რაკეტა ”კასამ-2” ესროლეს ებრაულ დასახლება კფარ-აზას, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. იუწყებიან, რომ კფარ-აზაში არავინ დაშავებულა. ამასობაში, ახლო აღმოსავლეთში ჩასული გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს შეხვდა დღეს რამალაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ფიშერმა განაცხადა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებით შეიძლება რეგიონში ძალადობის აღკვეთა, და თან დასძინა, რომ ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს არაფატთან, როგორც პალესტინელი ხალხის მიერ არჩეულ ლიდერთან თანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG