Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქ


წუხელ ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიში პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა ახალგაზრდების ჯგუფის მიმართ.

წუხელ ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიში პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა ახალგაზრდების ჯგუფის მიმართ.
ნასვამმა პირებმა ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინასთან არეულობა მოაწყვეს, დაამსხვრიეს მინები, შეტაკება მოუვიდათ პოლიციასთან, რომელმაც დააკა 30 ადამინი.
ინციდენტი ლუდის რესტორანთან მოხდა. ქალაქის ხელისუფლებამ ოლიმპიადასათან დაკავშირებით შეასუსტა ალკოჰოლის ამკრძალავი კანონი ქალაქში.

ესპანეთის სახელით ზამთრის ოლიმპიადაზე შორ დისტანციაზე თხილამურებით რბოლებში სამი ოქროს მედალი მოიგო წარმოშობით გერმანელმა - ალგოიელმა - მოთხილამურემ იოჰან მიულეგმა. მას ვარჯიშის დროს სისხლის ანალიზი აუღეს და დაუდგინეს მასში დოპინგის - დარბეპოეტინ ალფას - შემცველობა. ოლიმპიადის კომიტეტი ახლა იმსჯელებს მიულეგის თაობაზე. თუკი მას დანაშაული დაუმტკიცდა, მესამე ოქროს მედალს ჩამოართმევენ და მისთვის მომავალ შეჯიბრებში მონაწილეობის საკითხი დაისმება. პირველი ორი ოქროს მედალი მიულეგს შერჩება, რადგან მათი მოპოვების შემდეგ დოპინგი სისხლში ვერ აღმოუჩინეს.
XS
SM
MD
LG